შუახევის მერიამ, ჭვანისა და ხიჭაურის სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციაზე ტენდერი 121 000 ლარზე გამოაცხადა. პროექტი ითვალისწინებს გარე განათების, ხელოვნური საფარის, საყრდენი კედლების, ფეხბურთის კარებისა და კალათბურთის ფარების მოწყობას, ლითონის კონსტრუქციების დამუშავება - შეღებვით სამუშაოებს.
გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებების მიღება მარტის ბოლოს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.
სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ფიზიკურ აქტივობებში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას.