2021 წლის შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაიზარდა და 15 360 000 ლარი შეადგენს. მუნიციპალიტეტში პროექტები ხორციელდება როგორც სახელმწიფო, ისე აჭარის მთავრობის და მუნიციპალიტეტის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში.
გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნო, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, ბარათაულისა და წყალსაყრის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას.
დასრულდა სოფელ წყალსაყრის ამბულატორიის რეაბილიტაცია;
გრძელდება წყალსაყრის სოფლებში შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია;
დაგეგმილია ახალი პროექტი განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზების მშენებლობას;
10-მდე ლოკაციაზე განხორციელდება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიება;
სოფელ ინწკირვეთში, ვანში, ნაღვარევსა და მთა შედრეკილში მოეწყობა სასმელი წყლის ახალი ქსელი;
სოფელ ბრილში დაგეგმილია წყლის გამანაწილებელი რეზერუარისა და სასმელი წყლის სათავე-ნაგებობის მშენებლობა;
აშენდა ახალი მოსაცდელი ნაღვარევში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხაბელაშვილები-თაგინურის მოსაცდელებს;
ბარათაულის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა სოფელში შიდასაუბნო გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა;
ბარათაულის თემის სოფლებში არსებულ მოსაცდელებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია;
აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები;
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება, ტურისტული მნიშვნელობის, ხიჭაური-ნაღვარევის ადგილობრვი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1800 მ. სიგრძის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები;
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შეიმუშავა ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 10 მლ ლარი დაიხარჯება. ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა წისქვილების სოფელი;
დაწყებულია გომარდულის განვითარების მასშტაბური პროექტი. საერთაშორისო კომპანიის მიერ მომზადდა სპორტული ტურიზმის განვითარების კვლევა აჭარაში, რომელიც გომარდულის განვითარებას მოიცავს. წელს იწყება ინფრასტრუქტურის მოწყობა;
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მალე გაიხსნება კერამიკული სახელოსნო ბრილში.
გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გაიზარდა როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური პროგრამების მიმართულება და შეადგენს 2 194 170 ლარს. ხორციელდება 14 ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 820 760 ლარს.