შუახევის მუნიციპალიტეტში მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია.
Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, მუნიციპალიტეტის მერიისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების წარმომადგენლები აქტიურად იცრებიან.
თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესს შუახევის ,,ევექსის ჰოსპიტალში“, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე დაესწრო.
კლინიკაში მოქალაქეები, ამ დროისათვის არსებული ყველა წესისა და რეგულაციის დაცვით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და ,,ფაიზერით“ იცრებიან.