სოფლად ვაქცინაციის ფარგლებში, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან, ომარ ტაკიძესთან და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შუახევის განყოფილების ხელმძღვანელთან, ფიქრია ჯუმუშაძესთან ერთად, სოფელ უჩამბისა და წაბლანის ამბულატორიებში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.
მინისტრმა ასევე საინფორმაციო შეხვედრა გამართა ადგილობრივებთან და მოსახლეობას იმუნიზაციისაკენ მოუწოდა. შეხვედრაზე ვაქცინებისა და ვაქცინაციის ირგვლივ დასმულ კითხვებს მინისტრი თავად პასუხობდა.