შუახევში, საგზაო ინფრასტრუქტურის ღონისძიებების ფარგლებში 100-ზე მეტ ლოკაციაზე მოეწყობა შიდა საუბნო გზა, დაიგება 18 კმ ბეტონის საფარი. 5 საცხოვრებელ სახლთან და 15 უბანში გაყვანილი იქნება ახალი სამანქანე გზა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სამუშაოებზე დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.
ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები სოფლებში ეტაპობრივად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან ერთად, სოფელ ლომანაურში გაეცნო.
მიმდინარე წელს, დღვანის თემში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 180 000 ლარის სამუშაოები განხორციელდება.