21 ივნისი, 2008 წლის აგვისტოს ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირის, ამირან მამალაძის დაბადების დღეა. დღეს, მას 37 წელი შეუსრულდებოდა.
შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ამირან მამალაძის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
ამირან მამალაძე, აგვისტოს რუსეთ-საქართველო ომის წინა ხაზზე იბრძოდა. 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალში დაიღუპა. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ბარათაულში. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა
შუახევში, ინტენსიურად მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები
შუახევში, სტიქიის შედეგად დამეწყრილი ადგილების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს