შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, წარმატებულ სპორტსმენს, მსოფლიო ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ანრი ფუტკარაძეს შეხვდა. გამარჯვება პირადად მიულოცა და ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადასცა.
ანრი ფუტკარაძემ, იტალიაში, ქალაქ რომში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით 17 წლამდელ მოჭიდავეთა შორის, 71 კგ წონით კატეგორიაში, ფინალში, აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ანრი ფუტკარაძე ასევე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ევროპისა და მსოფლიო ვიცე ჩემპიონი, სამგზის საქართველოს ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულია.
ომარ ტაკიძე:-,, მინდა გამარჯვება მივულოცო ჩვენს საამაყო შუახეველ სპორტსმენს, ანრი ფუტკარაძეს. ასეთ ახალგაზრდა ასაკში, ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შთამბეჭდავი წარმატებაა და დარწმუნებული ვარ, მას წინ კიდევ ბევრი გამარჯვება ელის".
ანრი ფუტკარაძეს წარმატება მიულოცეს ასევე მერის მოადგილეებმა.
შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა
შუახევში, ინტენსიურად მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები
შუახევში, სტიქიის შედეგად დამეწყრილი ადგილების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს