ანონსი

ერთად ვიზეიმოთ დამოუკიდებლობის დღე!

  შუახევში, ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის მიმდებარედ გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.

  ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

  მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება მრავალფეროვანი საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება:

  ► 12:00 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თემატური ფოტოგამოფენა;

  ► 13:00 - სხვადასხვა შემეცნებითი, გასართობი და სპორტული აქტივობა;

  ► 13:00 -18:00 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

  ► 14:00 - კვებისა და ტკბილეულის სივრცე, დეგუსტაციები;

  ► 15:00 - ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლის მოსწავლეთა კონცერტი. მონაწილეობენ:- გოგონათა ,,ბენდი 117" და სკოლასთან არსებული ანსამბლები;

  ► 16:00 - კულტურის ცენტრის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. მონაწილეობენ:- ,, შუახევი", ,,ზე-კართან", ,,ფესვები", ,,მარეთი", ,,ჭვანა", ,,ნაი";

  ► 17:10 - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო - საზეიმო აღნიშვნა

  #26მაისი  #ესდღეჩვენია