ანონსი

მარეთობა

#გილოცავთმარეთობას

მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საზოგადოება ,,მარეთი“-ს ინიციატივით ოლადაურის ადმინისტრაცილ ერთეულში,გამონათლევის მიმდებარე ტერიტორიაზე სახალხო დღესასწაული ,,მარეთობა“ გაიმართება.

 

სახალხო დღესასწაულზე კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებთან ერთად მოეწყობა მარეთის ხეობისათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშების, ტრადიციული კერძების გამოფენა ( რძის პროდუქტების დამზადება, თაფლისა და არაყის გამოხდა), წარმოდგენილი იქნება ფოლკლორი, ჩატარდება ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.

 

დღესასწაულზე აირჩევენ საპატიო მარეთელს, დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები, ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგები, წარჩინებული მოსწავლეები.

 

სახალხო დღესასწაული ,,მარეთობა“ მიზნად ისახავს, მარეთის ხეობისათვის დამახასიათებელი ტრადიციების შენარჩუნებას.

 

სახალხო დღესაწაულზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა პატივსაცემად გაიხსნება მემორიალი.

 

9 საათიდან, გამონათლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.