ანონსი

შუახევის მხარდაჭერა უკრაინას

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, უკრაინის დამეგობრებულ რეგიონებისა და ქალაქებისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება დაიწყო.
აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო შესაბამისი ფინანსური რესურსი სამედიცინო და პირველადი მოხმარების ნივთების შეძენის მიზნით.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება უკრაინის სოლიდარობის კამპანიას და დამეგობრებული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებს.
ჰუმანიტარულ აქციაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს
მისამართი: დაბა შუახევი, თამარ მეფის ქ. N 22, შუახევის მუნიციპალიტეტის მერია - პირველი სართული, ტელ: +995 577 20 22 54
ასევე, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ორგანიზებას უწევს ჰუმანიტარუი ტვირთვის მიღება-დახარისხების პროცესს.
მის: ბათუმი, ჟიული შარტავას #13; ბათუმის საფეხბურთო სტადიონი - B4 შესასვლელი, ტელ: +995 598 457 138.