ანონსი

1 ივნისის ღონისძიება

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 12:00 საათიდან, ხიჭაურის ბაგა-ბაღის მიმდებარედ გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება: სახეზე ხატვა და სამახსოვრო ფოტოების გადაღება სპეციალურად მოწყობილ სტენდებთან; შუახევის საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის აღსაზრდელების კონცერტი და გასართობი აქტივობები; ზღაპრის გმირები, ჯამბაზები, კოსტიუმირებული მსახიობები; ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლასთან არსებული ბენდი ,,117"; აქცია ,,უფასო ნაყინი".