შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში ,,მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს" რიგით 180-ე სხდომა გაიმართა, რომელსაც მერის პირველი მოადგილე, მირიან აბაშიძე ხელმძღვანელობდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი განიხილეს.
მათგან, 13 მოქალაქეს მიენიჭა მთის სტატუსი, 1 მოქალაქეს შეუწყდა, 3 მოქალაქის საკითხი შესასწავლად გადაიდო, ხოლო 4 მოქალაქეს უარი ეთქვა სტატუსის მინიჭებაზე სხვადასხვა მიზეზების გამო.
დღეის მონაცემებით, შუახევის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი მიენიჭებული აქვს სულ 14 281 მოქალაქეს.