შუახევში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მრავალფეროვანი საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებებით გაიხსნა.
საზეიმო ღონისძიებას შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
შეკრებილ საზოგადოებას ომარ ტაკიძემ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო გმირთა ხსოვნას.
ღონისძიებაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თემატური ფოტოგამოფენა მოეწყო. შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად, ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლის მოსწავლეები და გოგონათა ბენდი ,,117" მონაწილეობდნენ.
საზეიმოდ, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები შუახევში, სხვადასხვა აქტივობებით გრძელდება.