დღეს, შუახევის კერძო და საჯარო სკოლების მეთორმეტე კლასელთათვის #ბოლოზარი2024 დაირეკა.
შუახევის მერი, ომარ ტაკიძე ბარათაულის საჯარო სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო, ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
სპეციალურად ამ დღისთვის მეთორმეტე კლასელებმა იუმორისტული სკეტჩები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები მოამზადეს. გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები და მადლობა გადაუხადეს სკოლის პედაგოგებს გაწეული ღვაწლისთვის. იყო ავტოგრაფები თეთრ პერანგებზე, ბევრი სიყვარული და სამახსოვრო ფოტოები.
ბოლო ზარი შუახევში 132 მოსწავლისთვის დაირეკა. კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულება შუახევის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ გოგრაჭაძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სკოლის პედაგოგებმა და მშობლებმა მიულოცეს.