შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილე რუსუდან შავაძესთან, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, ანზორ ბოლქვაძესთან და ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად, ხაბელაშვილებში ეთნოგრაფიული ექსპედიცია ,,ჭვანა2023" მონაწილეებს შეხვდნენ.
ექსპედიცია, ჭვანის ხეობაში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტისა და ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ეგიდით ტარდება, რომლის მიზანია, ჭვანის ხეობის კულტურის, ტრადიციების, წეს-ჩვეულებების ამსახველი მასალების მოგროვების, მომავლისთვის გადაცემის, ეროვნულ-კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესის გაღრმავების, მოტივაციის და მომავალში კვლევითი (როგორც სტუდენტური, ასევე სამეცნიერო) მუშაობის უკეთ წარმართვა.
ეთნოგრაფიულ ექსპედიციას მიეძღვნება სამეცნიერო-კონფერენცია, რომელიც ჩატარდება შემოდგომაზე.