მაღალმთიანი აჭარა, მეთერთმეტედ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს ,,ზე-კართან" მასპინძლობს.
ფესტივალი ორი დღის განმავლობაში დაბა შუახევსა და საფუტკრეთში მიმდინარეობდა. დასკვნითი ნაწილი ხულოს მუნიციპალიტეტში გაიმართება.
ღონისძიებას, შუახვის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები და ლიტერატურით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
წლევანდელ ფესტივალში 25 ავტორი მონაწილეობს, რომლებიც მკითხველის წინაშე ლიტერატურული დისკუსიების, ლექციებისა თუ საჯარო კითხვის ფორმატში წარსდგნენ.
პარალელურად მოეწყო წიგნების გამოფენა-გაყიდვა და გაიმართა ფოლკლორული კონცერტები.
საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან", აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ჩასატარებელი ფესტივალების საგრანტო კონკურსის" გამარჯვებულია. ასევე ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერია, შუახევის კულტურის ცენტრი.
ფესტივალის მიზანი ლიტერატურის პოპულარიზაციაა.