შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
მეორე მსოფლიო ომში 200-ზე მეტი შუახეველი იბრძოდა. სამწუხაროდ, დღეს არც ერთი მათგანი ცოცხალი აღარაა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.