საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - ,,ჩემი პირველი კომპიუტერი" ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ.
შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მიღწეული წარმატება მიულოცა და კომპიუტერები, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ფრიდონ ფუტკარაძესთან, რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ედუარდ გოგრაჭაძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.
კომპიუტერი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 19-მა წარჩინებულმა მოსწავლემ მიიღო.
პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის" მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება.