შუახევის მერი ომარ ტაკიძე, ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში, საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში ,,პლოვდივი XVIII" მონაწილე დელეგაციას შეხვდა და წარმატებული გასტროლი მიულოცა.
ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ, მათ შორის საქართველოს სახელით შუახევის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ზე-კართან" წარსდგა მაყურებლის წინაშე.
ფესტივალი 23 ივლის ოფიციალურად გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო საზეიმო მსვლელობები და კონცერტები. შუახევის კულტურის სახლთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლს სპეციალური დიპლომი გადაეცა.
ვიზიტის ფარგლებში ასევე ოფიციალური შეხვედრები გაიმართა ბულგარეთის ქალაქ პლოვდივის მერთან, კულტურის მინისტრთან და ღონისძიების ორგანიზატორებთან.
ბულგარეთში, ოფიციალური ვიზიტით შუახევის მერის პირველი მოადგილე მირიან აბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კეკელიძე, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი მაია დავითაძე, ანსამბლი ,,ზე-კართან", ანსამბლის ხელმძღვანელები გურამ ბოლქვაძე და რამაზ დავითაძე იმყოფებოდნენ.