საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით, შუახევში მუსიკალური საღამო გაიმართა, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.
მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი აქტივობები, სახის მოხატვა, ნოტების ქსოვა, საპნის ბუშტები. გაიმართა სპექტაკლი ,,წითელქუდა", ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის მასტერკლასი და მუსიკალური ინსტრუმენტების ძერწვის ვორქშოპი.
ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც გოგონათა ბენდი ,,117", დუეტი ,,ლეონი" და ბენდი ,,ნალი" მონაწილეობდნენ.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით მუსიკალური საღამოები მთელი ქვეყნის მასშტაბით წელს პირველად გაიმართება.