სოფელ ჯაბნიძეებში, სახალხო მთქმელის შაქირ ზოსიძის (ყაჭო) ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.
საღამოზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს სახალხო მთქმელის შემოქმედება. კულტურულ ნაწილში მონაწილეობდა ანსამბლი ,,მარეთი" და ჯაბნიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც სახალხო მთქმელის შაირები შეასრულეს.
შაქირ ზოსიძეს აჭარის ცნობილ მელექსე-მოშაირეთა შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს. ცნობილი სიმღერების უმრავლესობა მისი შეთხზულია, ნაწილი კი მისი შემონახული და დავიწყებას გადარჩენილი. უმეტესად სატრფიალო ხასიათის შაირებს თხზავდა, რომლებიც საზოგადოებაში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, სახალხო მთქმელის საფლავი ყვავილებით შეამკეს.