სოფელ ნაღვარევში სპორტული მოედანი მოეწყო.
დასრულებული პროექტი შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
მოედანი ლითონის კონსტრუქციით შემოიღობა, დაიგო მწვანე ხელოვნური საფარი, მოეწყო ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარი და გარე განათება. ინფრასტრუქტურულ პროექტზე 45 000 ლარამდე დაიხარჯა, სამუშაოებს შპს ,,გიკუ 2010" ასრულებდა.
2023 წელს, ადგილობრივი ბიუჯეტით დაგეგმილია ახალდაბის, პაპოშვილების, მაწყვალთის, ნაღვარევის, ჩირუხისა და ღომას მთის სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია.