შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებით, მარეთის ხეობაში ტურისტული ლაშქრობა მოეწყო, რომელშიც ახალგაზრდული მოხალისეთა კლუბის წევრები მონაწილეობდნენ.
ახალგაზრდებმა, მარეთის ხეობაში ისტორიული ძეგლები და ადგილები დალაშქრეს, მათ შორის მოინახულეს ჩირუხის მთა.
ტურისტული ლაშქრობა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებში, ლაშქრობის კულტურის განვითარების ხელშეწყობას, მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობასა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.