შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, მუნიციპალიტეტის კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას, შუახევის კულტურის ცენტრის ადმინისტრაციული სამსახური, ცენტრთან არსებული ანსამბლის ხელმძღვანელები, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო განყოფილების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე თანამშრომლებმა მიღწევებთან ერთად, ისაუბრეს კულტურის ცენტრში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. განიხილეს ახალი ინიციატივები, სამოქმედო გეგმები და განხორციელების კონცეფციები.
ომარ ტაკიძემ, ყურადღება გაამახვილა კულტურის განვითარებაზე და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის სათანადოდ წარმოჩენაზე, პერსპექტივებზე, სახელოვნებო პროექტებისა და სხვა აქტივობების განხორციელების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციაზე, რაც მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებას გახდის უფრო მიზანმიმართულს და შედეგზე ორიენტირებულს.
შეხვედრას მერის მოადგილეები, მირიან აბაშიძე, რუსუდან შავაძე და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, ფრიდონ დავითაძე ესწრებოდნენ.