შუახევის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სხდომა გაიმართა, რომელსაც შტაბის ხელმძღვანელი, შუახევის მერი ომარ ტაკიძე უძღვებოდა.
შტაბის წევრებმა მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი ვითარება კიდევ ერთხელ შეაფასეს, დეტალურად განიხილეს სამუშაოების მიმდინარეობა და იმსჯელეს საჭიროების შემთხვევაში გასატარებელ ოპერატიულ ღონისძიებებზე.
უხვი ნალექის შედეგად, მეწყრული პროცესები განვითარდა, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ საავტომობილო გზებზე. რამდენიმე ლოკაციაზე სტიქიის შედეგად დაიმეწყრა საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორია.
საფრთხის შემცველი მეწყრული კერებიდან გაყვანილია ოჯახები. მერიაში შემოსულ ყველა შეტყობინებაზე კეთდება შესაბამისი რეაგირება. დილიდან აქტიურად იწმინდება დამეწყრილი ლოკაციები.
ომარ ტაკიძის ხელმძღვანელობით, საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობს. მუნიციპალიტეტში არსებული ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მოქმედებს ცხელი ხაზი 599 85 20 80