შუახევის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე უძღვებოდა. თათბირს, მერის მოადგილეები, სამსახურის უფროსები და ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს, მუნიციპალიტეტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. მთავარი აქცენტი გაკეთდა, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე, ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური პროგრამების მიმდინარეობასა და კულტურულ ღონისძიებებზე.
როგორც აღინიშნა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისგან მიღებული კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერის ფარგლებში, შუახევის ბიუჯეტი 2 050 000 ლარით, ხოლო კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას" პროგრამების თანადაფინანსებით 45 000 ლარით გაიზარდა და ჯამში 22 043 000 ლარი შეადგინა.
გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსება გაეზარდა, როგორც არსებულ პროექტებს და პროგრამებს, ასევე, დაიგეგმა ახალი ღონისძიებები, მათ შორის საგანმანათლებლო და საგზაო ინფრასტრუქტურა, მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა, სასმელი წყლის სისტემის მოწყობა და ა.შ.
2 აგვისტოდან შუახევის მუნიციპალიტეტში შუამთობის კვირეული იწყება, რომლის ფარგლებშიც ღონისძიებები ჩატარდება მუნიციპალიტეტის ყველა მთაში.
ოფიციალური ღონისძიება გაიმართება 6 აგვისტოს გომის მთაში.