შუახევის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე უძღვებოდა.
თათბირს მერის მოადგილეები და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე გასული წლის საქმიანობა შეაჯამეს, კონკრეტული სფეროების მიხედვით. ისაუბრეს უახლოეს პერიოდში განსახორციელებელ აქტივობებსა და გეგმებზე.
ომარ ტაკიძემ თათბირის მუშაობა შეაჯამა, ახალი ღონისძიებებისა და ინიციატივების აუცილებლობაზე ისაუბრა, ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მხარდაჭერას დაჰპირდა და წარმატებული წელი უსურვა.