შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილეებთან მირიან აბაშიძესთან და რუსუდან შავაძესთან ერთად, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მოისმინეს გასული წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის პროგრამების მიმდინარეობა.
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის მთავარი პრიორიტეტია, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. გასულ წელს, უწყების მიერ ჯამში 15 პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სახის სერვისით 2 400 მოქალაქემ ისარგებლა.
მიმდინარე წელს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება განისაზღვრა 1 203 550 ლარით, 15 მიზნობრივ პროგრამას დაემატება 2 ახალი სოციალური პროგრამა. მუნიციპალური პროგრამები მოიცავს თითქმის ყველა მოწყვლად ჯგუფს და მორგებულია ადგილობრივების საჭიროებებზე.
მოქალაქეები, რომლებიც მერიის ჯანდაცვის პროგრამების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ, ფინანსური დახმარება გაეწევათ მერის სარეზერვო ფონდიდან.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ შშმ პირთა დღის ცენტრისა და სოციალური სერვისების ცენტრის ხელმძღვანელები, რომლებმაც გასული წლის საქმიანობა შეაჯამეს და ისაუბრეს დაგეგმილ პრიორიტეტებზე.