შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთან, ფრიდონ ფუტკარაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ჩირუხის მთაში იმყოფებოდა.
საზაფხულო იალაღებზე სეზონურად მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მთაში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა. ესაუბრა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე, ჩირუხის მთის ცენტრის კეთილმოწყობასა და ტურისტული განვითარების კონცეფციაზე.
მთაში, მოსახლეობას ელექტროენერგია სრული დატვირთვით მიეწოდება. სეზონის გახსნამდე გაიწმინდა მისასვლელი გზები, მალე ამოქმედდება იალაღებზე მგზავრთა უფასოდ გადაყვანის პროგრამა, რომლითაც ისარგებლებენ, როგორც ადგილობრივები ასევე ტურისტები. ამბულატორიის ექიმები, თსპ-ს ექთნებთან ერთად მოიალაღეებს პრევენციის მიზნით სამედიცინო დახმარებას ადგილზე გაუწევენ. სამედიცინო პერსონალი აღჭურვილია პირველადი მოხმარების მედიკამენტებით.
ტურისტული თვალსაზრისით ჩირუხი მალე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გახდება, რაც ხელს შეუწყობს ხეობის კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების პოპულარიზაციას, ასევე დასაქმებასა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.