შუახევის მერი ომარ ტაკიძე გომის მთაში იმყოფებოდა. საზაფხულო იალაღებზე სეზონურად მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მთაში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.
დაათვალიერა გომის მთის ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოები. ადგილობრივებს მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე ესაუბრა.
გომის მთის კეთილმოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პროექტით ფარგლებში მოეწყობა ცენტრის მიმდებარე ტერიტორია, დაიდგმება ახალი ფანჩატურები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ შენობას, მოეწყობა კულტურული ღონისძიებებისათვის განკუთვნილი სცენა, გარე განათებები და სველი წერტილები.
ომარ ტაკიძესთან ერთად, საზაფხულო იალაღებზე მერის მოადგილე გურამ ზოიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.