შუახევის მერი ომარ ტაკიძე მერიის სტიქიის საკითხთა კომისიის წევრებს შეხვდა.
სხდომაზე განიხილეს მიმდინარე წელს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეთა განცხადებები, რომელთა დიდი ნაწილი დაკმაყოფილებული იქნა მერიის ფინანსური რესურსების გათვალისწინებით.
ასევე, განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების მიმართულებით.
მიმდინარე წელს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ბიუჯეტი 250 000 ლარამდე გაიზარდა, შესაბამისად გაიზრდება პროგრამების ბიუჯეტი და მოსარგებლეთა რაოდენობა. ამ მიმართულებით 16 პროგრამა ხორციელდება.
დღეის მდგომარეობით მიზნობრივი პროგრამებით 2000-მდე მოქალაქემ ისარგებლა.