შუახევის მერი ომარ ტაკიძე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატ ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად, პშიბნიცაში იმყოფებოდა, სადაც ურთიერთთანამშრომლობისა და სამომავლო აქტივობების საკითხები განიხილეს.
ვიზიტი შუახევის მუნიციპალიტეტსა და პშიბნიცას ოლქს შორის დამეგობრების მემორანდუმი საფუძველზე შედგა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას, რომელიც ხელს უწყობს პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის.
ომარ ტაკიძემ, დელეგაციის წევრებთან ერთად, ოფიციალური შეხვედრები გამართა, პშიბნიცას ოლქის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე მალგოჟატა მატუშაკთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან.
დაიგეგმა აქტიური თანამშრომლობა მუნიციპალიტეტების მართვაში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ასევე სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის გამოცდილების გაზიარების კუთხით.
მემორანდუმის თანახმად, მხარეებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება თვითმმართველობის, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით.