შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, აჭარის ა.რ. საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს შუახევის სახანძრო სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ომარ ტაკიძემ ეფექტური სამსახურეობრივი საქმიანობისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, სახანძრო-სამაშველო განყოფილებას მადლობის ბარათი გადასცა.
ღონისძიებას, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კეკელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე ესწრებოდნენ.