შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, მოადგილეებთან და მერიის სამსახურის უფროსებთან, სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე, ომარ ტაკიძემ, მუნიციპალიტეტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
განიხილეს, მიმდინარე წელს დაგეგმილი და ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამები და პროექტები. აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები; გრძელდება ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე პროგრამებისა და კულტურის სფეროში დაგეგმილი ღონისძიებები; ახალგაზრდული მიმართულებით დაგეგმილია არაერთი აქტივობა, ტრენინგ-სემინარები, საინფორმაციო შეხვედრები და არაფორმალური განათლების ხელშემწყობი ღონისძიებები; ხორციელდება ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ფართობის უსასყიდლოდ დამუშავების პროგრამა.