შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, ნაქიფე დავითაძეს, სურიე უშარიძესა და ულფეთ ფუტკარაძეს იუბილე მიულოცა და დღეგრძელობა უსურვა.
5 შვილი, 19 შვილიშვილი, 43 შვილთაშვილი და 5 შვილთაშვილის შვილი - ეს ნაქიფე დავითაძის შთამომავლობაა. 109 წლის უხუცესი ქალბატონი სოფელ სხეფში ცხოვრობს და დღესაც გამოირჩევა სტუმარ-მასპინძლობით.
103 წლის სურიე უშარიძეს - 9 შვილი, 24 შვილიშვილი, 36 შვილთაშვილი და 2 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. დღესაც მხნედ გამოიყურება, დაჯილდოვებულია სხვადასხვა სიგელებითა და ორდენებით.
102 წლის ულფეთ ფუტკარაძის 60-ზე მეტი შთამომავალი, 4 შვილი, 16 შვილიშვილი, 31 შვილთაშვილი და 14 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.