შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ სამსახურის უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ხელმძღვანელმა პირებმა გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარმოადგინეს, ისაუბრეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
ყურადღება გამახვილდა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სხვადასხვა სფეროში დაგეგმილ ღონისძიებებსა და ახალ ინიციატივებზე.
აღინიშნა, რომ 2023 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი ღონისძიებები გეგმის მიხედვით, აქტიურად მიმდინარეობს.
ომარ ტაკიძემ თათბირის მუშაობა შეაჯამა, მუნიციპალიტეტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და თანამშრომლებს შესაბამისი მითითება მისცა.
შეხვედრას, მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე, გურამ ზოიძე და რუსუდან შავაძე ესწრებოდნენ.