შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც მერის მოადგილეები, უწყების თანამშრომლები და ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს. აქცენტი მიმდინარე პროექტების დროულ შესრულებაზე გაკეთდა.
ხელმძღვანელ პირებმა მოისმინეს მიმდინარე წლის, მესამე კვარტალში გაწეული მერიის უწყების თითოეული სამსახურის საქმიანობის ანგარიში. ისაუბრეს ბიუჯეტის შესრულებაზე, სოციალურ პროგრამებსა და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებებზე, შესყიდვებისა და ზედამხედველობით ღონისძიებებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და პრიორიტეტებით გათვალისწინებულ პროგრამებზე.
ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობაზე.
ომარ ტაკიძემ, მესამე კვარტლის ანგარიში შეაჯამა, თანამშრომლებს აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მეტი ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რათა მიმდინარე წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული საკითხები წარმატებით და დროულად განხორციელდეს.