შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, მოადგილეებთან და მერიის სამსახურის უფროსებთან, სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე ომარ ტაკიძემ მუნიციპალიტეტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
მთავარი აქცენტი გაკეთდა, მიმდინარე და ბიუჯეტით განსაზღვრულ პრიორიტეტებზე, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხიან და მშენებლობით განსაზღვრულ ვადებში განხორციელების საკითხებზე, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმდინარეობასა და კულტურის სფეროში დაგეგმილ ღონისძიებებზე.
თათბირზე ასევე, იმსჯელეს სხვა აქტუალურ საკითხებზე და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.