შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მერის სათათბირო ორგანოს ტექნიკური საბჭოსა და ინფრასტრუქტურული ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მიმღები კომისიის წევრებს შეხვდა.
მონიტორინგის მიზნით, შეხვედრაზე განიხილეს 2023 წლის განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და შეფასდა სამუშაოების მიმდინარეობა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, 7 130 000 ლარის 200-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მუნიციპალიტეტში დაგეგმილი, მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებები გეგმის მიხედვით, აქტიურად მიმდინარეობს.
მათ შორის:- დაბის, სოფლებისა და მთების ცენტრების კეთილმოწყობა, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, სოფლების სასმელი წყლით უზრუნველყოფა, სამთო იალაღების ელექტროფიკაცია, ტურისტული საპიკნიკე ადგილების მოწყობა, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობა და ა.შ.
შეხვედრაზე, ომარ ტაკიძემ მთავარი აქცენტი გააკეთა ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო სწრაფ, ხარისხიან და მშენებლობით განსაზღვრულ ვადებში განხორციელების საკითხებზე, ხოლო კომისიისა და საბჭოს წევრებს შესაბამისი მითითებები მისცა.