შუხევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეებში მცხოვრებ უმიან მუკუტაძეს 100 წელი შეუსრულდა. საუკუნის ქალბატონს ღირსშესანიშნავი თარიღი შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ მიულოცა და დღეგრძელობა უსურვა.
უხუცეს ქალბატონს - 9 შვილი, 28 შვილიშვილი, 73 შვილთაშვილი და 61 შვილთაშვილის შვილი, სულ 170 -ზე მეტი შთამომავალი ჰყავს. როგორც მრავალშვილიან დედას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.
დღესვე, ომარ ტაკიძემ, მოადგილე გურამ ზოიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კეკელიძესთან ერთად, 103 წლის იუბილე მიულოცა სოფელ ნენიაში მცხოვრებ ჯეფერ ქამადაძეს.
ჯეფერ ქამადაძეს 6 შვილი, 17 შვილიშვილი, 25 შვილთაშვილი ჰყავს. წლების განმავლობაში მუშაობდა ნენიის და ზამლეთის ამბულატორიაში ექთნად. ეწეოდა სოფლის მეურნეობას, მევენახეობას, მეთამბაქოეობას. ტრადიციებს დღესაც მისდევს ოჯახი.
დღეის მდგომარეობით, შუახევში, 100 წელს გადაცილებული 7 მოქალაქე ცხოვრობს.