შუახევის მუნიციპალიტეტმა, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს უმასპინძლა.
შეხვედრის მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ და საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა.
კომიტეტის წევრებმა ისაუბრეს იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც წელს ხორციელდება. წარმოადგინეს ახალი პროექტები და ადგილობრივებს კონკურსებში მონაწილეობის გამარტივებისთვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს.
სახელმწიფო პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს - ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოსა და ,,აწარმოე საქართველოში" წარმომადგენლებმა.
შეხვედრას, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწველი სტუმრები და მეწარმე ქალები ესწრებოდნენ.