პროექტის ,,დაბალშემოსავლიანი ადგილობრივი თვითმმართველობები ენეგოეფექტიანობისკენ მიმავალ გზებზე" შუახევის მუნიციპალიტეტსა და „სოლიდარობის ფონდ PL საქართველოს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ და „სოლიდარობის ფონდ PL საქართველოს" წარმომადგენელმა მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან განავითარონ ერთობლივი აქტივობები ორმხრივი ინტერესის საკითხების გადაჭრის მიზნით, რომლებიც შექმნილია ენერგოეფექტიანობის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის მხარდაჭერისთვის.
აღნიშნული პროექტი მიზანს წარმოადგენს შუახევის მუნიციპალიტეტის გარე განათების მიმართულებით ენერგიის დაზოგვის პოტენციალისა და ინვესტიციის საჭიროების იდენტიფიცირება, აგრეთვე საბავშვო ბაღების შერჩეულ შენობებში ენერგიის დაზოგვის პოტენციალისა და ინვესტიციის საჭიროების იდენტიფიცირება.