შუახევში, ინტენსიურად მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები.
მიმდინარე სამუშაოებს, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, თვითმმართველობისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის შუახევის განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა ლოკაციებზე გაეცნო.
იწმინდება შიდა-სასოფლო გზები და საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიები, რომელშიც ჩართულია საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალური სერვისების ტექნიკა.
აჭარის გეოლოგიური სამსახური აგრძელებს მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახებისა და ტერიტორიების შესწავლას, რომელთა დასკვნის საფუძველზე მოხდება შესაბამისი ღონისძიებების გატარება.