შუახევში, მეოთხე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მნიშვნელობისა და შიდა სასოფლო საავტომობილო გზების დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები.
მიმდინარე სამუშაოებს, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, პირველ მოადგილე მირიან აბაშიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კეკელიძესთან და აჭარის საავტომობილო გზების შუახევის განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ამ დროისათვის გაწმენდილია 10-მდე მიმართულებით გზა, რომელშიც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალური სერვისების ბალანსზე არსებული ტექნიკაა ჩართული.
ასევე იწმინდება დამეწყრილი საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიები. უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი 30-მდე ოჯახი.
დილიდან, აჭარის გეოლოგიური სამსახური მეწყერის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს და ტერიტორიებს სწავლობს.
ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური, მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი. მოქმედებს ცხელი ხაზი: 599 85 20 80