შუახევში, სახალხო დღესასწაული ,,მარეთობა" გაიმართა.
სახალხო დღესასწაული ადგილობრივებსა და დამსწრე საზოგადოებას, შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მთავრობის წევრებთან ერთად მიულოცა და საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
დღის განმავლობაში გაიმართა მრავალფეროვანი ღონისძიებები. კულტურულ ნაწილში მონაწილეობდნენ ანსამბლები ,,მარეთი", ,, ზე-კართან" და გოგონათა ბენდი ,,117". პარალელურად მიმდინარეობდა სპორტული აქტივობები.
წარმოდგენილი იყო დეკორატიული კუთხეები, ტრადიციული სამზარეულო, სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული ნიმუშები და მარეთის ხეობის ტრადიციების ამსახველი ფოტო-გამოფენა.
,,საპატიო მარეთელის" წოდება მიენიჭა 4 მოქალაქეს, ასევე დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგები, წარჩინებული ახალგაზრდები და სხვადასხვა სფეროში გამორჩეული ადამიანები.
დღესვე, ომარ ტაკიძე გამონათლევის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვას დაესწრო და მოსახლეობას გიორგობა მიულოცა. ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და ფრიდონ ქარცივაძის სახელობის სკვერი გახსნა.
სახალხო დღესასწაულს ესწრებოდნენ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ანზორ ბოლქვაძე, ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის მთავრობის წევრები, რეგისტრირებული კავშირი „მარეთის" წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.
სახალხო დღესასწაული მიზნად ისახავს, მარეთის ხეობისათვის დამახასიათებელი ტრადიციების პოპულარიზაციასა და შენარჩუნებას.
,,მარეთობა", შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და რეგისტრირებული კავშირი ,,მარეთის" მხარდაჭერით გაიმართა.