აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, შუახევის მერთან ომარ ტაკიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან ერთად, შუახევში მეწყრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს სოფელ ცივაძეებში გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.
შუახევში დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, უსაფრთხო ადგილზე გაყვანილია 54-მდე ოჯახი.
გაიწმინდა ადგილობრივი მნიშვნელობის, შიდა სასოფლო საავტომობილო გზები და საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიები.
გეოლოგიური სამსახურის მიერ შესწავლილი იქნა 150-მდე დამეწყრილი ლოკაცია. მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს, მერიის სტიქიის კომისია სწავლობს და უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი. სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე შესაბამისი კომპენსაცია გაიცემა.
შუახევში, მიმდინარე სამუშაოებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ.