შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგით 204-ე სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს 12 საკითხი: 5 საკითხზე დადებითი გადაწყვტილება იქნა მიღებული; 1 მოქალაქეს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი შეუწყდა, ხოლო 6 საკითხი გადაიდო მონიტორინგის მიზნით.
დღეის მონაცემებით შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივადმცხოვრები პირის სტატუსი მინიჭებული აქვს 14 404 მოქალაქეს. 3047 მოქალაქეს სტატუსი შეუწყდა გარდაცვალების, რეგისტრაციის შეცვლის და ფაქტობრივი ცხოვრების არ არსებობის გამო, ხოლო 558 - სტატუსი შეჩერებული აქვს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის გამო. იხილეთ ოქმი