წარმატებულ სპორტსმენს, გოგიტა ხიმშიაშვილს, მშობლიურ სოფელ ნიგაზეულში შეხვედრა მოუწყეს.
ღონისძიებას, რომელიც ნიგაზეულის საჯარო სკოლის ორგანიზებით გაიმართა, შუახევის მერის მოადგილეები, მირიან აბაშიძე, რუსუდან შავაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, რესურსცენტრის უფროსი, ედუარდ გოგრაჭაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივები დაესწრნენ.
ხელისუფლები წარმომადგენლებმა, სპორტსმენს მიღწეული წარმატებები მიულოცეს და მნიშვნელოვან ასპარეზობებში გამარჯვება უსურვეს. იმედი გამოთქვეს, რომ გოგიტა ხიმშიაშვილი არაერთხელ ასახელებს, როგორც ჩვენს რეგიონს, ასევე - ჩვენს ქვეყანას.
გოგიტა ხიმშიაშვილი მსოფლიო ჩემპიონი, 4 გზის საქართველოს ჩემპიონი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიო პრიზიორი და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია მკლავჭიდში.