ხიჭაურის საჯარო სკოლაში, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლებს შორის ინტელექტუალური თამაში ,,მოაზროვნე" ჩატარდა.
ინტელექტუალურ თამაშს შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კეკელიძე, შუახევისა და ქედის რესურსცენტრის ხელმძღვანელები ედუარდ გოგრაჭაძე, დურმიშხან შავიშვილი და რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებას ინტელექტუალური თამაშის ,,მოაზროვნე" ექსკლუზიურად ჩატარების უფლების მქონე პირი ზვიად ფუტკარაძე უძღვებოდა.
საკმაოდ საინტერესო ტურნირის შემდეგ პირველი ადგილი დაბა ქედის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები ბრილისა და ხარაულის საჯარო სკოლის გუნდებმა გადაინაწილეს. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო საქართველოს ლიბერთი ბანკმა.
ღონისძიების ორგანიზატორები:- შუახევისა და ქედის რესურსცენტრები.