შუახევის მერიის მხარდაჭერითა და შუახევის რესურსცენტრის ინიციატივით გასულ წელს, ინგლისური ენის მოყვარულთა კლუბი შეიქმნა, რომელიც აქტიურად აგრძელებს კლუბურ საქმიანობას.
კლუბი, ორი ასაკობრივი კატეგორიის (საბაზო და საშუალო საფეხური) 60 მოსწავლეს აერთიანებდა, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში, ფასილიტატორ მასწავლებლებთან ერთად, სხვადასხვა სახის აქტივობებს ახორციელებდნენ.
„ინგლისური ენის მოყვარულთა კლუბი"-ს ერთწლიანი მუშაობის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. აქტიური მონაწილეობისათვის კლუბის წევრები სერტიფიკატებით, ხოლო მასწავლებლები მადლობის ბარათებით დაჯილდოვდნენ.
დაჯილდოების ცერემონიალს შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი, ფრიდონ ფუტკარაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ომარ ტაკიძემ, ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და მხარდაჭერას დაჰპირდა სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში.
მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდების ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლებას, ჩართულობის გაზრდას სხვადასხვა ღონისძიებებში, მოყვარულთა კლუბებსა და საგნობრივ კონკურსებში, კონფერენციებსა და ოლიმპიადებში.